loading

ტექნიკური მომსახურება

ჩანგლიანი დამტვირთველების მომსახურება, ექსპლუატაცია და რემონტი არის Hyster Georgia – ს უნიკალური შეთავაზებების ძირითადი ნაწილი. ჩვენ ვახდენთ საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი და დამოუკიდებელი ჩანგლიანი დამტვირთველის მომსახურების ინფრასტრუქტურის ოპერირებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ტვირთგადამუშავების პროცესებთან ფაკავშირებული სერვისი და დახმარება. ჩვენთან არსებული 20 –ზე მეტი კვალიფიცირებული ინჟინერთა ჯგუფი არასოდეს დაგტოვებთ დახმარების ხელის გარეშე.

ჩანგლიანი დამტვირთველის მომსახურება

რადგანაც ჩვენ ვართ სპეციალისტები  ყველა ტიპისა და მარკის ჩანგლიანი დამტვირთველისა და სხვა ამწე მოწყობილობის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის საკითხებში, ამიტომაც გთავაზობთ თქვენი ბიზნესისთვის კომპლექსურ გადაწყვეტას მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის სფეროში. უნდა აღინიშნოს, რომ ნახევარზე მეტი მოწყობილობა, რომელსაც ამჟამად ვემსახურებით, წარმოადგენს კონკურენტუნარიან ბრენდებს (არა Hyster–ისგან). როგორც დამოუკიდებელი სერვისის მიწოდების ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, კლიენტები გვენდობიან და მოგვმართავენ,  რათა მივაწოდით მათ განსაკუთრებული და გონივრული მომსახურება, დაკავშირებული დატვირთვა–გადმოტვირთვის ოპერაციებთან. ჩვენი დიდი გამოცდილების მქონე და  მომზადებული ინჟინრები იყენებენ მხოლოდ ინდუსტრიის სტანდარტებს, აქვთ სათადარიგო ნაწილების სრული კომპლექტი და არიან აღჭურვილნი მხოლოდ თანამედროვე დარგობრივი ტექნოლოგიებით მათი მომსახურებისთვის.

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით 24/7
  • ადგილზე გამოძახების სერვისი
  • რეაგირება მაქს. 2 საათის განმავლობაში
  • მომსახურების ყველა სახე ( ელექტრო, მექანიკური)
  • პროფილაქტიკა
  • სრულად აღჭურვილი სერვის ფურგონები
  • მაღალი ხარისხის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები

ჩანგლიანი დამტვირთველის მომსახურების პროგრამები

ჩვენი პროფილაქტიკური პროგრამები უზრუნველყოფს თქვენი ჩანგლიანი დამტვირთველისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის სათანადო სერვისის მიღების დონეს. ჩვენი ვიზიტები 500 სამუშაო საათის ინტარვალებით წინასწარ იგეგემებადა მოიცავს დამტვირთველების სრულ დიაგნოსტიკას, რაც გვეხმარება  პრობლემის აღმოჩენაში, მაგალითად, როგორიც არის წყლითა თუ მტვრით დაბინძურება, კომპონენტების ცვეთა და ზეთის დეგრადაცია, ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები .

ჩვენი მომსახურებები სტანდარტული  და სტანდარტ პლუს მომსახურების ხელშეკრულებები გთავაზობთ ჩანგლიანი დამტვირთველის  მოვლის სრულ პაკეტს, რომელიც ერთდროულად დაგიზოგავთ თანხებს და დროს. სატვირთო მომსახურების ხელშეკრულებები შეიძლება დაიდოს როგორც  ერთი რომელიმე, ასევე მთლიანი ავტოპარკისთვისაც, როგორც ერთი  რომელიმე ცალკეული მოწყობილობის, ასევე  მათი სრული კომპლექტისთვისაც. სატვირთო მომსახურება Plus შექმნილია უფრო ინტენსიური  ტვირთგადამუშავების ოპერაციებისთვის. მეტი ინფორმაცია ნომერზე:  +995 597 633332 დიმიტრი