loading

Hyster-ის მეორადი სატვირთო ავტოკარები

Hyster –ის მეორადი დამტვირთველები მაღალპროდუქტიული და საიმედო ტექნიკაა უფრო იაფ ფასად, ვიდრე ახალი და ისინი იდეალურად გამოდგება როგორც მსუბუქი, ასევე საშულო  ინტენსივობის მქონე დატვირთვის სამუშაოებისთვის.

გამოყენებული დამტვირთველები Hyster -ისგან განთქმულია თავიანთი ძლიერი და გამძლე კონსტრუქციებით. გარდა სათადარიგო ნაწილებისა და სრული სერვისის პაკეტისა ჯი დი ჯი ჯგუფისგან, ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგს:

  • დიზელის, თხევადი გაზის და ელექტრო  მეორადიდამტვირთველების შესანიშნავი არჩევანი:
  • სასწყობე მტვირთავები, გვერდითი მტვირთავები, ბუქსირები;
  • Hyster–ის ჩანგლიანი დამტვირთველები მომსახურების სრული ისტორიით;
  • გამოყენებაში ნამყოფი ჩანგლიანი დამტვირთველების ხარისხი არის საუკეთესო სტანდარტის;
  • თითოეულ დამტვირთველს თან ახლავს სერტიფიკატი CE
  • თქვენს საჭიროებასთან და ბიუჯეტთან შესაბამისი ხარისხი;
  • ორიგინალი სათადარიგო ნაწილები და სერვის მხარდაჭერა.
  • შეძენის ან დაქირავების შესაძლებლობა კონტრაქტის საფუძველზე;

უბადლო არჩევანი

როგორც Hyster–ის ექსკლუზიურ წარმომადგენლებს საქართველოში, ჩვენ გვაქვს გამოყენებაში ნამყოფი ბევრი სხვადასხვა ტიპისა და შესაძლებლობების მქონე  ჩანგლიანი დამტვირთველები, მათი უმეტესობა არის 2–დან 8 წლამდე და სამუშაო საათების სხვადასხვა ოდენობით. ყველა მათგანი შესაძლოა მორგებულ იქნას თქვენს საჭიროებებზე და გვაქვს ასევე სპეციალური დანართებიც. რადგანაც ჩვენს არსენალში არსებობს როგორც პატარა ზომის ჩანგლიანი დამტვირთველები და სასაწყობე ტექნიკა, ასევე მაღალი სიმძლავრეების მქონე მტვირთავებიც, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ სავსებით შეძლებთ აირჩიოთ ზუსტად ის, რაც თქვენთვის არის საჭირო:

  • დიზელის ავტოკარები
  • თხევად გაზზე მომუშავე ავტოკარები
  • ელექტრო  დამტვირთველები
  • მექანიკური ურიკები და შტაბელერები
  • დაბალი, საშუალო და მაღალი ინტენსურობის სამუშაო პროცესებისთვის
  • VNA მტვირთავები
  • რიჩ თრაქები
  • სტაკერები(შტაბელერები)
  • მაღალი ტვირთამწეობის ჩანგლიანი დამტვირთელები

გადახდის მოქნილი სისტემა

პირდაპირი ყიდვის გარდა, ჩვენ გთავაზობთ გადახდის მოქნილ მექანიზმებს, რომლებიც მოგცემთ საშუალებას შეამციროთ თქვენი კაპიტალდაბანდება და და გადაანაწილოთ თანხა რამდენიმე წელზე. ბევრი ბიზნესისთვის ეს არის ძალიან ხელშემწყობი პირობა მეორადი ტექნიკის შესაძენად. თუ გაგაჩნიათ რაიმე სხვა ალტერნატიული შემოთავაზებები გადახდასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნომერზე Tel: +995 597 633332 dimitri@gdggroup.ge 

სათადარიგო ნაწილები და მომსახურების მხარდაჭერა

ჩვენ გთავაზობთ სათადარიგი ნაწილებსა და მომსახურების მხარდაჭერას ყველა ბრენდის და წარმოების ჩანგლიანი დამტვირთველისთვის. მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ჩვენი ინჟინრები ქვეყნის მასშტაბით სწრაფ რეაგირებას ახდენენ, რათა თქვენი ტექნიკა მალე ამუშავდეს. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ხელშეკრულება მომსახურების შესახებ, რაც თქვენი დამტვირთველის გამართული მომსახურების საწინდარი იქნება.  ჩვენთან  დასაქმებულია  10   მობილური ტექნიკოსი, რომლებიც სრულად არიან  აღჭურვილნი თანამედროვე ინსტრუმენტებითა და ტექნოლოგიებით, რათა თქვენ დარწმუნებული იყოთ ჩვენს სწრაფ რეაგირებასა და ეფექტურობაში თქვენი ნებისმიერი გაუმართაობის დროს. თქვენს ხარისხიან მეორად მტვირთავს  თან ერთვოდეს იქნება CE სერთიფიკატი, რომელიც გაცემულ და დამტკიცებულ იქნა შემოწმების ჩატარების შემდეგ და გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტესტირება ყოველი 6 თვის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ ნორმატიული ვალდებულებები სრულად არის შესრულებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ფასების გასაგებად გააგზავნეთ თქვენი განაცხადი ან დაუკავშირდით ჩვენს გუნდს ტელეფონით: +995 597 633332 დიმიტრი